"ვეტინგის" მომხრე მოსამართლეების ევროპული ვოიაჟი
მმართველი გუნდის შეფასებით, "ვეტინგის" მომხრე მოსამართლეების რომში მოგზაურობა, მათი საჯარო პოზიციის გამო, ერთგვარ წახალისებას ჰგავს, რაც მათივე თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევას ნიშნავს. "ვეტინგის" მომხრე მოსამართლე ეკა არეშიძე კი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ განსხვავებული პოზიციის გამო, მოსამართლეთა დისკრედიტაცია მიმდინარეობს.
