33 წელი 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან
31 მარტი არის რეფერენდუმის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. აცხადებს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, მაშინდელი რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი აქტი. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში.
