დავითაშვილის გოლი და საგოლე პასი ლიგა 2-ში
„ბორდოს“ ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა ორში მეოთხე ბურთი გაიტანა. ჟირონდის გუნდსა და „პარიზს“ შორის გამართული მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. დავითაშვილმა 42-ე წუთზე ეფექტური დარტყმით გამოიჩინა თავი.
