ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერი გრანტი
ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი გრანტი შემოდის. ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრანტის მიმღები, მთავარი არხია. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ რამდენიმე დღის წინ ნინო ნაკაშიძე, რომელიც მთავარი არხის თანამშრომელია უკავშირდებოდა ნიკა გვარამიას, გიორგი გაბუნიას და მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თეო გილიგაშვილს. მოგვიანებით, კი გრანტის შესახებ ინფორმაცია პროდიუსერ ქეთი ქებაძეს მიაწოდა. საკითხი ეხებოდა დიდი გრანტის დამტკიცებას, რომელიც ლგბტ პროპაგანდის ირიბი მხარდაჭერის საერთო თანხის დაახლოებით ხუთ ექვს პროცენტს შეადგენს, რაც ინფორმაციის თანახმად, თანხის საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ქრონიკა დაუკავშირდა ნინო ნაკაშიძეს, რომელმაც თქვა, რომ გრანტების მოზიდვასთან დაკავშირებით მუშაობს, თუმცა ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერი გრანტის შესახებ ინფორმაცია არ სმენია