საქართველო - ისრაელის ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება
„ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, ისრაელის პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, საქართველო ისრაელის ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში თბილისს ისრაელიდან 25 კაციანი დელეგაცია ეწვია. მათ ქართულ საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს ისრაელის მხარდაჭერის, სოლიდარობისა და ორმხრივ კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრის პარალელურად ქართველი მხატვრების მიერ ისრაელის სოლიდარობის ნიშნად შექმნილი პანოს პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც ისრაელში სხვა და სხვა საგამოფენო სივრცესა და მუზეუმებში განთავსდება