ღია კონკურსი
გიორგი კალანდარიშვილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი აქვს და ის პარლამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას აპირებს. ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დადგენილ ვადებში საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ტარდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი. მსურველებმა 9 აპრილის ჩათვლით განაცხადი და საკონკურსო დოკუმენტები უნდა წარადგინონ
