EURO 2024-ის ბილეთები უეფას ოფიციალურ პორტალზე
ქართველი გულშემატკივრები ეურო 2024-ის ჩემპიონატზე საქართველოს მიერ გასამართ მატჩებზე, დასწრების მოლოდინში არიან. ცნობილია, რომ ევროპის ჩემპიონატის ბილეთები უეფას ოფიციალურ პორტალზე განთავსდება. ამ ეტაპზე ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით საბოლოო დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ ქომაგებს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მიაწოდებენ