„მოსამართლე-ალიბი“
„ქრონიკის“ წყაროს ინფორმაციით, საქართველოში აკრედიტებულმა ერთ-ერთმა საელჩომ თავის თანამშრომლებთან ერთად ვეტინგის მომხრე რამდენიმე მოსამართლე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში წაიყვანა. წყაროს ცნობით, ისინი ხუმრობით ამბობენ, რომ ვეტინგის მომხრე მოსამართლეებთან ერთად „მოსამართლე ალიბიც“ თან ჰყავთ წაყვანილი. „ქრონიკა“ მოსამართლეთა ვინაობის, მათი ვიზიტის მიზნებისა და დამატებითი ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ჩვენ დავუკავშირდით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საელჩოში ამბობენ, რომ დღეს დასვენების დღეა. ასევე, დავუკავშირდით იმ მოსამართლეებს, რომელთაც საჯაროდ აქვთ დაფიქსირებული, რომ ეგრეთ წოდებულ ვეტინგს ეთანხმებიან. „ქრონიკის“ კითხვას ხუთმა მოსამართლემ უპასუხა. ისინი „ქრონიკის“ წყაროს ინფორმაციას უარყოფენ. ვეტინგის მომხრე სხვა მოსამართლეები ჩვენს კითხვას ჯერჯერობით უპასუხოდ ტოვებენ