პრემიერი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუდენტებს ქვეყანაში არსებული მმართველობის სისტემისა და პოლიტიკური პროცესების შესახებ ესაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა. საჯარო ლექციის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრ გიორგი ამილახვართან და უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კამპუსი დაათვალიერა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქველმოქმედო მეგა-პროექტი, რომელსაც აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის