სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა
სენაკის თეატრის ორგანიზებით პირველი სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა იმართება. ოლიმპიადის გახსნაზე თეატრის გარე სივრცეში წარმოდგენილი იყო ორი მუსიკალური ნომერი სპექტაკლიდან „ჩიპოლინო“. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 27 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით სენაკის თეატრის ორგანიზებით პირველი სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა იმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სენაკის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ასევე, მოსწავლეები ჩოხატაურის საჯარო სკოლიდან და ზუგდიდისა და ზესტაფონის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრებთან არსებული თეატრალური სტუდიების აღსაზრდელები. 200-მდე სკოლის მოსწავლე წარმოადგენს 13 სპექტაკლს
