ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის თბილისში ემზადება. ირის ანტმანის გუნდის მეტოქე ლიეტუვას ნაკრები იქნება. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყნის გუნდში 23 ფეხბურთელია გამოძახებული. შეხვედრა 5 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები შემდეგ კვიპროსში გაემგზავრება, სადაც 9 აპრილს ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება