ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა UEFA-ს ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში, UEFA-სგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით. წერია განცხადებაში
