ოლექსი დანილოვი მოლდოვაში ელჩად დაინიშნა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი ოლექსი დანილოვი მოლდოვაში ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ღამის ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა. დანილოვი ზელენსკიმ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან 26 მარტს გაათავისუფლა. პოსტზე ის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ოლექსანდრ ლიტვინენკომ შეცვალა
