ინფრასტრუქტურული პროექტები
სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან ერთად სოფელ ჭითაწყარში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სოფელში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა, ასევე მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, ახალი გზა დაიგო კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, წელსვე მოხდება საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია
