კამპანია „თაობა მომავლისთვის“
რუსთავის მერიამ კიდევ ერთ ახალგაზრდული პროექტი დაიწყო და კამპანია ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, რეგიონული ახალგაზრდული ქსელი შექმნა. პროექტი, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებას, მუნიციპალიტეტებში დანერგილი სიახლეების და მიმდინარე პროექტების გაცნობას ისახავს მიზნად. პროექტის პირველ ეტაპზე, რუსთავის მერიის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა, ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში, ახალგაზრდებმა, რუსთავის მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი, მედიათეკა, ნიჩბოსნობის სკოლა, სპორტის სასახლე, ქალაქის ისტორიული მუზეუმი და იპოდრომი დაათვალიერეს
