„საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრები თავდაცვის აკადემიაში
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებს უმასპინძლეს. აკადემიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იუნკერებთან ერთად ისადილეს. საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება
