აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომები
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიის პერიოდში საქმიანობის ახალ რეჟიმზე გადავიდა, რაც რეგიონებში მოსახლეობასთან და ფერმებთან შეხვედრებს და კომიტეტის გასვლითი სხდომების გამართვას ითვალისწინებს. კომიტეტმა გასვლითი შეხვედრა ამჯერად შიდა ქართლში, გორში გამართა, სადაც ასევე გაიმართა კომიტეტის სხდომა. დეპუტატებმა სოფელ კვარხეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმერული საწარმოც დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ წინასწარი შეტყობინების მეტეოროლოგიური სადგურის საპილოტე პროექტს
