ისტორიული მატჩის გმირები
ქვეყანა ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს. ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები მოლოდინებზე „ქრონიკასთან“ საუბრობენ. საბერძნეთის მატჩი მნიშვნელოვანი მოტივაცია აღმოჩნდა ფეხბურთელებისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარსდგეს და თავის სიტყვა თქვას. ფეხბურთელები ამბობენ, რომ წინ გადამწყვეტი მატჩებია და მაქსიმალურს გააკეთებენ, რადგან ეს შანსი გამოიყენონ. ეროვნული ნაკრების წევრების თქმით, მოგებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ