აშშ-ში საარჩევნო კამპანია აქციის ფონზე ჩატარდა
ნიუ იორკში, ამერიკის პრეზიდენტის წინასაარჩევნო ფანდრაიზერი, ყოფილი პრეზიდენტების, ბარაკ ობამასა და ბილ კლინტონის დახმარებით გაიმართა. ღონისძიება, რომლის დროსაც, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულობების სახით 25 მილიონი დოლარი შეგროვდა, საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. დემონსტრაცია პალესტინელთა მხარდამჭერებმა გამართეს და ჯო ბაიდენს, ისევე როგორც ყოფილ დემოკრატ პრეზიდენტებს, ომის დამნაშავეები უწოდეს.
