გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო ტერიტორიაზე გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყობა, ასევე, განთავსება შესაბამისი საპარკო ავეჯი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე და დაითესება ბალახი.
