საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კლუბებში დაბრუნდნენ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კლუბებში დაბრუნდნენ და რამდენიმე მათგანს, სპეციალური დახვედრა მოუწყვეს. ეროვნული ნაკრების მცველს ოთარ კაკაბაძეს, კრაიოვაში თანაგუნდელებმა და სტაფის წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცეს და მას სიმბოლური პრიზები გადასცეს. ვალენსიის მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი თანაგუნდელებმა სიხარულის დერეფანში გაატარეს.