2012 წლამდე ფეხბურთის სფეროში არსებულ ვითარებაზე მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა
2012 წლამდე ფეხბურთის სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა გადაცემა „იმედი ლაივში“ მიხეილ ყაველაშვილმა. რომელმაც თქვა, რომ სწორედ ფეხბურთის გამო გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა. ყაველაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში 30-მდე სრულყოფილი სტადიონი განადგურდა და ფეხბურთის განვითარებას დიდი კრიზისი შეექმნა.
