პრემიერი მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე
საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურმა მუსლიმ თემს რამადანის ერთთვიანი მარხვის დასრულება მიულოცა.
