აფხაზეთიდან გადმოსვენებულები დაკრძალეს
სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს მიუსამძიმრეს. სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. 5 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
