პრემიერი უნგრეთის და ესტონეთის ელჩებს შეხვდა
ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი ეტაპი და სრულფასოვან წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა - ეს საკითხები განიხილა პრემიერ-მინისტრმა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრაზე. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საერთაშორისო ასპარეზზე უნგრეთის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ნათლად დაადასტურა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. დღესვე მთავრობის მეთაურმა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გააქტიურებას ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. დიპლომატმა მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ესტონეთის მხარდაჭერა დაუდასტურა