სტუდენტური ფესტივალი „არლეკინი“
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თეატრალური ეტიუდების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „არლეკინი" გაიხსნა. ფესტივალზე მოწვეული სტუმრებისთვის ხელოვნების სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს შვიდი ქვეყნის შვიდი უმაღლესი თეატრალური სკოლის რექტორებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მიზანი თეატრალური ხელოვნების განვითარება და ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის გააქტიურებაა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. თეატრალური ეტიუდების საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალს საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა და თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ყოველწლიურად 27 მარტს იმართება
