ნეთანიაჰუ აშშ-ში დელეგაციის გაგზავნას დათანხმდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზაში, ქალაქ რაფაჰზე შტურმის გეგმის განსახილველად შეერთებულ შტატებში დელეგაციის გაგზავნას დათანხმდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაღალი რანგის დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტი, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე დღის წინ გააუქმა. მიზეზად კი შეერთებული შტატების მხრიდან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა დასახელდა. ვაშინგტონი ისრაელს მოუწოდებს ღაზის სამხრეთით, ქალაქ რაფახში სახმელეთო ოპერაციისგან თავი შეიკავოს. ისრაელი კი ირწმუნება, რომ ჰამასის განადგურების მიზნით რაფაჰზე სახმელეთო ოპერაციას მალე დაიწყებს
