ამერიკელი დიპლომატი: უკრაინამ მწარე სიმართლე უნდა აღიაროს
„პოლიტიკო“ წერს, რომ უკრაინამ ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებაზე მწარე სიმართლე უნდა აღიაროს. ამის შესახებ „პოლიტიკოს“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის დიპლომატმა ჯეიმს რუბინმა უთხრა. შეერთებული შტატების საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედროების მონაყოლი ოფიციალური კიევის მიერ გავრცელებულ ცნობებს არ შეესაბამება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის პრეზიდენტს ურჩევს, რუსული არმიის გააქტიურებული შეტევებისა და დასავლეთიდან დაგვიანებული სამხედრო დახმარების ფონზე, ომის სიძნელეებზე ღიად ისაუბროს
