ოკუპანტის იერიში
რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქებზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. ოკუპანტის იერიშის გამო, ქალაქ ზაპოროჟიეში დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი. ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაშავებულია 2 ადამიანი. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც. ოკუპანტმა ღამის განმავლობაში და გამთენიისას ხარკოვის ოლქზე რამდენიმე თავდასხმა მოაწყო. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რუსულმა არმიამ ოდესის ოლქს დრონებით შეუტია. უკრაინის სამხრეთ სარდლობის ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მათი უმეტესობა გაანადგურეს. ოკუპანტის სამიზნე ოდესასა და დნეპროპეტროვსკში ენერგეტიკული ობიექტები იყო
