რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში სააღმზრდელო პროცესი ახლად გარემონტებულ საბავშვო ბაღში განახლდა. 35 ბავშვისთვის გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ოზურგეთის მერმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სათამაშოებით. პროექტი იაპონიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა
