გასვლითი სხდომა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა გორში გასვლითი სხდომა გამართა. სხდომაზე შიდა ქართლის რწმუნებულმა, მუნიციპალიტეტების მერებმა და სპორტული სამსახურების ხელმძღვანელებმა სპორტისა და ახალგაზრდობის კუთხით, მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და სპორტის პოლიტიკა და ინფრასტრუქტურის განვითარების ასპექტები განიხილეს. მომხსენებლებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე საუბართან ერთად, ყურადღება სპორტულ მიღწევებზეც გაამახვილეს და განიხილეს არსებული გამოწვევები. გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ
