ელისო ბოლქვაძე სტრასბურგში
თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ახალ პროექტებსა და კულტურის დიპლომატიის დოკუმენტზე მუშაობის მიზნით სტრასბურგში მყოფი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე შეხვედრებს განაგრძობს. ელისო ბოლქვაძე ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს და სამდივნოს უფროსს შეხვდა. კულტურის კომიტეტი ევროპის საბჭოს ევროპის კულტურული კონვენციის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას საქართველოში გეგმავს
