სტრასბურგის სასამართლოს უარი გვარამიას
ნიკა გვარამია საქართველოს წინააღმდეგ - საქმე, რომელიც სტრასბურგმა განხილვამდე დახურა, მთავარი არგუმენტია სახელისუფლებო გუნდისთვის, რომ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილება კანონს შეესაბამებოდა. დღეს ფაქტის ყველაზე მწვავე შეფასება ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის კრიტიკაც თანაბრად დაიმსახურეს ელჩების ნაწილმა, მესამე სექტორმა, ქართველმა და უცხოელმა პოლიტიკოსებმა. შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა კონკრეტული საქმეები, ისაუბრა ვეტინგის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე და დაინტერესდა მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაწესებული სანქციის გაუქმებით. გვარამიასთვის სტრასბურგის უარის მიუხედავად, ოპოზიცია კვლავ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემაზე აკეთებს აქცენტს და გამოსავალს ვეტინგის შემოღებაში ხედავს. აქვე გეტყვით, რომ „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის საქმე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ სტრასბურგი ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს. ამ საქმის განმხილველი მოსამართლე იყო ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა
