საქართველოს მორიგი საერთაშორისო აღიარება
სასამართლო სისტემა, რომ ხელისუფლების ზეწოლისგან თავისუფალია, ამ შეფასებას არ იზიარებს ოპოზიცია. ნაწილი „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას არ ენდობა ნაწილისთვის კი ის არასერიოზულია. ოპოზიციაში აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც თქვეს, რომ კვლევა არ არის საკმარისი განსაზღვრო, თუ რამდენად თავისუფალია სახელმწიფოს ზემოქმედებისგან მართლმსაჯულების სისტემა. ამ შეფასებებს არ იზიარებს სახელისუფლებო გუნდი, აცხადებენ, რომ სასამართლოზე ზემოქმედებას თავად ოპოზიცია და მესამე სექტორი ცდილობს. შეგახსენებთ, მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია. ამ მონაცემებს დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს ცენტრი, „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ აქვეყნებს, რომელიც სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე ხელისუფლების შეტევებს იკვლევს. ინდექსის მიხედვით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 21 სახელმწიფოს და, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო რეიტინგში 96-ე ადგილზე იყო და სარეიტინგო პოზიცია 11 წელიწადში 69 ადგილით აქვს გაუმჯობესებული
