UEFA: საქართველოს მიღწევას განვითარების წლები უდევს საფუძვლად
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. UEFA-ს პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია და ახლა უკვე დიდი საფეხბურთო ჩემპიონატის ნაწილია. მიმოხილვაში საუბარია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიასა და იმ გზაზე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დიდ გამარჯვებამდე მიიყვანა
