მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
გეგმის მიხედვით, კლიმატის ცვლილებების შერბილების კუთხით ღონისძიებები 7 სექტორში გაიწერა. ესენია: ენერგეტიკის გენერაცია და გადაცემა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა და სატყეო მეურნეობა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ორწლიანი გეგმა საშუალებას იძლევა ემისიების დონე 10-12 %-ით დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდეს. პროექტის საერთო ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარზე მეტია.
