სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში
პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს. წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავდა 2023 წლის საქმიანობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა დასაცავი პირთა და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოში სტუმრად მყოფი მაღალი რანგის სტუმრების დაცვის ღონისძიება, სამსახურის ტექნოლოგიური და ინსტიტუციური განვითარების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. დეპუტატები ასევე გაეცნენ უწყების მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს.
