ილია დარჩიაშვილის ვიზიტი არგენტინაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით, არგენტინის რესპუბლიკაში იმყოფება, შეხვედრა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის, მეგობრულ-პარტნიორულ ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე, მხარეებმა ასევე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ საქართველოს გაზრდილ რეგიონულ და საერთაშორისო როლზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, ისტორიული ნიმუშების გემოფენა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 1919 წელს არგენტინის იმჟამინდელი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აქტი. დარჩიაშვილი, არგენტინის ეროვნული გმირის, სან-მარტინის მონუმენტსაც ეწვია და მემორიალი გვირგვინით შეამკო. შეხვედრები , არგენტინის საკანონმდებლო ორგანოში სენატის პრეზიდენტთან და ბუენოს-აირესის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან იგეგმება.