სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა დაღუპულთა ოჯახების წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრეს.
