ლაშა ჩხიკვაძე სასამართლო გადაწყვეტილებებზე
სტრასბურგის უარი ნიკა გვარამიას - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა , რომ ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებები თანხვედრაშია ევროპულ კონვენციასთან. "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჩხიკვაძე ამბობს, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს, დამოუკიდებლად, ჩარევის გარეშე იღებენ, რასაც საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს. ნიკა გვარამიას ხმაურიანი საქმის განმხილველ მოსამართლეს არ აქვს იმედი , რომ სტრასბურგის პასუხის შემდეგ მას ბოდიშს მოუხდიან.