სტრასბურგის უარი ნიკა გვარამიას
ნიკა გვარამია საქართველოს წინააღმდეგ - საქმე , რომელიც სტრასბურგმა განხილვამდე დახურა მთავარი არგუმენტია სახელისუფლებო გუნდისთვის , რომ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაში იყო. ყველაზე მწვავე დღეს შეფასებაში პარლამენტის თავმჯდომარე აღმოჩნდა , რომლის კრიტიკაც თანაბრად დაიმსახურა, ელჩების ნაწილმა , მესამე სექტორმა , ქართველმა და უცხოელმა პოლიტიკოსებმა . შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა კონკრეტული საქმეები , ისაუბრა ვეტინგის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე და დაინტერესდა მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაწესებული სანქციის გაუქმებით . გვარამიასთვის სტრასბურგის უარის მიუხედავად ოპოზიცია კვლავ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემაზე საუბრობს და გამოსავალს ვეტინგის შემოღებაში ხედავს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
