სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
სტუდენტთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს. მიმდინარე კვირაში მინისტრი ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდება. ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა წელსვე 3 000-მდე კურსდამთავრებულს შეეხება. 2024 წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულები სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებად სტაჟირებას სასურველ რეგიონში გაივლიან. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეოთხე კურსის სტუდენტებს. მონაწილეთა შერჩევა ივლისში დაიწყება – საჯაროდ გამოქვეყნდება ვაკანსიები, მოთხოვნები და კრიტერიუმები, შემდეგ კი დაიწყება განაცხადების მიღების პროცესი.
