საგამოძიებო სამსახურმა „ქოლ ცენტრების“ საქმეზე ორი ადამიანი დააკავა
საქმე დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტს ეხება. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხა მათ ანგარიშებზე ირიცხებოდა.
