სოფლის მეურნეობის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკას კვლავ აპროტესტებენ ევროპელი ფერმერები
სოფლის მეურნეობის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკას კვლავ აპროტესტებენ ევროპელი ფერმერები. ისინი ეგრეთ წოდებული მწვანე შეთანხმებით დაწესებული ახალი რეგულაციების შემსუბუქებას, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას ან საერთოდ აკრძალვას ითხოვენ.
