სოფლის მეურნეობის დაფინანსება - მოკვლევის ანგარიში
“იუესაიდის” ფინანსური ინოვაციების პროგრამამ, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე კონფერენცია გამართა. აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში დაფინანსების წყაროების დეტალურ მიმოხილვას მოიცავს, მათ შორის, სპეციალურ სამთავრობო პროგრამებს, ასევე საერთაშორისო გამოცდილებას.
