ბათუმში კიდევ ერთი იუსტიციის სახლი გაიხსნება
ახალი ფილიალის მოწყობის მიზნით, იუსტიციის სახლსა და „ბათუმი ცენტრალს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი ფილიალი, რომელიც ბათუმი ცენტრალში განთავსდება, ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისის ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიღების შესაძლებლობას მისცემს.
