განათლების მინისტრის ვიზიტი სომხეთში
განათლების მინისტრი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა. გიორგი ამილახვარი კოლეგას შეხვდა. მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები და ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერი მექანიზმები განიხილეს.