საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა
საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა. „რთული შეხვედრა იყო. ბიჭები განადგურებული არიან“ - ეს საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელის სიტყვებია. ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებმა კი, გამარჯვება ხალხთან ერთად ჯერ დინამო არენაზე, შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს. ვულოცავთ საქართველოს ოცნების ახდენას - ეს უკვე საერთაშორისო პარტნიორების გზავნილია.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
