საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება გულშემატკივრებმა თბილისის ქუჩებში აღნიშნეს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება გულშემატკივრებმა თბილისის ქუჩებში აღნიშნეს. ეროვნულმა ნაკრებმა „დინამო არენიდან“ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა და იქ შეკრებილ გულშემატკივართან ერთად იზეიმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ფეხბურთელებთან და ხალხთან ერთად იმყოფებოდნენ პრემიერი, თბილისის მერი და ხელისუფლების სხვა ლიდერები. ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილები თითოეული ფეხბურთელი წარდგენილია ღირსების ორდენზე.
