ბალტიმორში ხიდი დაინგრა
ქალაქ ბალტიმორის მთავარი საავტომობილო ხიდი სატვირთო ხომალდის შეჯახების შედეგად დაინგრა. ინციდენტის დროს მდინარეში ჩავარდნილ მოქალაქეებს მაშველები და მყვინთავები ამ დრომდე ეძებენ. დაზუსტებული ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნეოდა 8 ადამიანი, მათგან 2 მაშველებმა უკვე იპოვეს და გადაარჩინეს. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება დაკარგულთა რაოდენობის ზრდასა და შესაძლო მსხვერპლს არ გამორიცხავს.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები